ანტუან გრიზმანი: ”ფეხბურთი ძალიან მენატრება”

ანტუან გრიზმანი: ”ფეხბურთი ძალიან მენატრება”ბარსელონას ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა განაცხადა რომ მას ფეხბურთი ძალიან ენატრება და კარანტინის დროს ის მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს. გრიზმანის თქმით საჭიროა რომ ყველამ დაიცვას თვითიზოლაციის წესები, რადგან საფრთხე რეალურია:

”იძულებულები ვართ რომ კარანტინში ვიყოთ და მე პირადად ეს არ მომწონს, მაგრამ მესმის რომ ასეთი რამ აუცილებელია. ფეხბურთი ძალიან მენატრება და მის გარეშე ჩემთვის საკმაოდ რთულია ცხოვრება. იმედი მაქვს მალე ყველაფერი კარგად იქნება”.