ბარსელონა-ნაპოლი ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდება

ბარსელონა-ნაპოლი ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდებაუეფამ მიიღო გადაწყვეტილება რომ კორონავირუსის საფრთხის გამო ბარსელონა-ნაპოლის შეხვედრა ცარიელ ტრიბუნებზე გაიმართოს. მატჩი 18 მარტს ჩატარდება. ამ გადაწყვეტილებაზე უეფა რამდენიმე დღე მსჯელობდა და საბოლოოდ ამ დასკვნამდე მივიდა.

ესპანეთში კორონავირუსის 1235 შემთხევაა დაფიქსირებული და ბარსელონაში ეს ვირუსი შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული, თუმცა უსაფრთხოების ზომები მთელს ესპანეთშია მიღებული. სწორედ ამ მიზეზით ჩემპიონატის მომდევნო ორი ტური ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარდება.