ბარსელონა უსმან დემბელეს გაშვებას არ აპირებს

ბარსელონა უსმან დემბელეს გაშვებას არ აპირებსესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია რომლის მიხედვითაც ბარსელონა არ აპირებს ზაფხულში თავისი ფრანგი ფორვარდის უსმან დემბელეს გაშვებას, თუმცა რამდენიმე დღის წინ საპირისპირო ინფორმაცია გაჩნდა რომლის მიხედვითაც ბარსელონას დემბელე აღარ სჭირდებოდა.

ბარსელონას ახალ მწვრთნელს კიკე სეტიენს ფრანგი ფორვარდის დიდი იმედი აქვს და მომავალ სეზონში მასზე აპირებს აქცენტის გაკეთებას. დემბელემ ტრავმების გამო ბევრი გამოტოვა და ის ამჟამადაც ლაზარეთში იმყოფება, ხოლო მოედანზე ის სავარაუდოდ მაისის ბოლოს უნდა დაბრუნდეს.