ბოლნისი და მარნეული მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადადიან – იზღუდება შესვლა და გამოსვლა

ბოლნისი და მარნეული მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადადიან - იზღუდება შესვლა და გამოსვლაბოლნისი და მარნეული მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადადიან.

შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთიწინ ბრიფინგზე გააკეთა.

„მისი თქმით, დღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები“,-განაცხადა გახარიამ.

ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მკაცრი კარანტინის შემოღება კორონავირუსის გამო შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია.

ცნობისთვის, მარნეულში ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, 80-ზე მეტ პირთან ჰქონდა კონტაქტი.