ჩაქვის გვირაბთან ერთმანეთს 3 მანქანა დაეჯახა

ჩაქვის გვირაბთან ერთმანეთს 3 მანქანა დაეჯახაბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც თვითმხილველებმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შემთხვევა ჩაქვის გვირაბთან მოხდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმედ ან ნაკლებად მძიმედ დაზიანება გამოიწვია.

იპნ