ედენ აზარი: ”მჯერა ამ სეზონში კიდევ ვითამაშებ”

ედენ აზარი: ”მჯერა ამ სეზონში კიდევ ვითამაშებ”მადრიდის რეალის ფორვარდმა ედენ აზარმა განაცხადა რომ მას სჯერა ნაადრევად მინდორზე დაბრუნების, თუმცა ის მკურნალობას სერიოზულად ეკიდება.  აზარის თქმით მას ძალიან სურს რომ რეალს დაეხმაროს:

”ჩემთვის რთულია, როდესაც მატჩებს ტელევიზორში ვუყურებ და არ შემიძლია რომ გუნდს დავეხმარო. მჯერა რომ წლევანდელ სეზონში თამაშს შევძლებ და რეალს ტიტულების მოგებაში დავეხმარები. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ”. აზარმა ტრავმა ორი კვირის წინ მიიღო და მის დაბრუნებას მაისამდე არ ელოდებიან.