ედენ აზარი: “რეალში პირველი სეზონი არ გამომივიდა“

ედენ აზარი: “რეალში პირველი სეზონი არ გამომივიდა“მადრიდის რეალის ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა განაცხადა რომ მას პირველი სეზონი რეალში არ გამოუვიდა და სურს რომ ეს სეზონი ყველამ დაივიწყოს. აზარის აზრით შემდეგი სეზონი გაცილებით უკეთესი იქნება:

“ პირველი სეზონისგან გაცილებით მეტს ველოდი და სამწუხაროა რომ არ გამომივიდა, მაგრამ ამაში ხელი ტრავმებმა შემიშალეს. დარწმუნებული ვარ რეალში კიდევ არაერთ სეზონს გავატარებ და გულშემატკივარს ვაჩვენებ თუ რა შემიძლია. აზარმა წლევანდელ სეზონში ტრავმების გამო ბევრი გამოტოვა და ის ახლაც ტრავმირებულია.