Edison Research – გაერთიანებული ოპოზიცია – 53%, “ქართული ოცნება” – 40%

Edison Research - გაერთიანებული ოპოზიცია - 53%, "ქართული ოცნება" - 40%ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კითხვაზე: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას ან პარტიათა ბლოკს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 53% პასუხობს, რომ ძირითადი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას, ხოლო 40% – „ქართულ ოცნებას“.

კვლევის მიხედვით, “პატრიოტთა ალიანსი”ს მხარდაჭერა 7%-ია.

რაც შეეხება ე.წ. შეწონილ მონაცემებს, ამ შემთხვევაში “ქართული ოცნების” შედეგი 39% იქნებოდა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” – 23%, ხოლო ევროპული საქართველოსი – 8%.

ალოკაციის მეთოდით, 6-6% აქვთ პატრიოტთა ალიანსს და ლეიბორისტულ პარტიას.

“ლელო საქართველოსთვის”, კვლევის მიხედვით, 5% აქვს.