გუკა რჩეულიშვილი საკუთარ სახლთან დააკავეს

გუკა რჩეულიშვილი საკუთარ სახლთან დააკავესსამართალდამცავებმა „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ის ცოტა ხნის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

ჩვენი ინფორმაციით, გუკა რჩეულიშვილი გლდანის მერვე საპყრობილეშია გადაყვანილი.

ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელ გუკა რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მიზეზი მისთვის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაა, რის გამოც სასამართლომ პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.

იპნ