გურიაში ტოიოტა ოპელს დაეჯახა – 22 წლის მამაკაცი დაიღუპა, ოპელი დაიწვა

გურიაში ტოიოტა ოპელს დაეჯახა - 22 წლის მამაკაცი დაიღუპა, ოპელი დაიწვალანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყალწმინდასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

ერთმანეთს “ტოიოტასა” და “ოპელის” მარკის ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც, “ოპელის” მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

“ადგილზე მისულებს დაგვხვდა ერთი დაზარალებული და ერთი გარდაცვლილი. დაზარალებულს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მისი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და ამიტომ მან უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე,” – განაცხადა სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმმა ქრისტინა დანელიამ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით.

რუსთავი 2