გვარდიოლა: ”მანჩესტერ იუნაიტედთან მარცხი მალე უნდა დავივიწყოთ”

გვარდიოლა: ”მანჩესტერ იუნაიტედთან მარცხი მალე უნდა დავივიწყოთ”მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ იუნაიტედთან წაგებაზე ისაუბრა და თქვა რომ მისმა ფეხბურთელებმა ეს მარცხი მალე უნდა დაივიწყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პრობლემები შეექმნებათ:

”მინდა რომ გულშემატკივარი დავამშვიდო, რადგან მიუხედავად მარცხისა, ჩვენ არ დავკარგავთ კონცენტრაციას და მომავალში მხოლოდ პროგრესისკენ ვიქნებით მიმართულები. მანჩესტერ იუნაიტედთან ცუდად ვითამაშეთ და ეს შეხვედრა მალე უნდა დავივიწყოთ, რადგან წინ უფრო მნიშვნელოვანი მატჩებია”. სიტი მანჩესტერ იუნაიტედთან 0:2 დამარცხდა.