ჰარი კეინმა შესაძლოა ზაფხულში ტოტენჰემი დატოვოს

ჰარი კეინმა შესაძლოა ზაფხულში ტოტენჰემი დატოვოსტოტენჰემის ლიდერმა ჰარი კეინმა შესაძლოა ზაფხულში გუნდი დატოვოს, რადგან მას ახალი გამოწვევები სურს კარიერაში. ასეთი ინფორმაცია ვრცელდება ინგლისურ მედიაში. კეინს ამჟამად ტრავმა აქვს და ის მხოლოდ ზაფხულში შეძლებს მოედანზე გამოსვლას, მანამდე კი ტოტენჰემის ფორვარდი რეაბილიტაციას გადის.

კეინის შეძენა ბევრ გუნდს სურს, თუმცა მისი სატრანსფერო ფასი 170 მილიონს შეადგენს და ეს თანხა შესაძლოა დაბრკოლებად იქცეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ კეინს ტოტენჰემის მწვრთნელთან ჟოზე მოურინიოსთან მცირე კონფლიქტი აქვს.