იგოეთთან მინივენი ტრაილერს შეეჯახა – მინივენის მძღოლი დაიღუპა, 4 ადამიანი დაშავდა

იგოეთთან მინივენი ტრაილერს შეეჯახა - მინივენის მძღოლი დაიღუპა, 4 ადამიანი დაშავდაიგოეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

სამგზავრო მინივენი ტრაილერს შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მინივენის მძღოლი, ოთხმა მგზავრმა კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

დაშავებულები კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იპნ

ქართლის ფოტო