ისანში 2 სართულიანი სახლი დაიწვა

ისანში 2 სართულიანი სახლი დაიწვაისანში, წალენჯიხის ქუჩაზე 2-სართულიან სახლს ხანძარი გაუჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობა კი მთლიანად დამწვარია.

ადგილზე 7 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.