იურგენ კლოპი: ”ოპტიმალური ფორმის შენარჩუნება გაგვიჭირდება”

იურგენ კლოპი: ”ოპტიმალური ფორმის შენარჩუნება გაგვიჭირდება”ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა რომ იძულებითი შესვენების დროს ფეხბურთელებს ოპტიმალურ ფორმაში ყოფნა გაუჭირდებათ, რადგან ვარჯიშები არ მიმდინარეობს და ეს ავტომატურად იწვევს ფორმიდან ამოვარდნას:

”როდესაც ასეთ პრობლემებზე ფიქრობ, ფეხბურთზე კონცენტრირება რთულია და ეს იწვევს ფორმიდან ამოვარდნას, მაგრამ ჩვენ შევეცდებით რომ როდესაც ფეხბურთი დაბრუნდება, მალე აღვიდგინოთ კონდიციები”. კორონავირუსის გამო საფეხბურთო სეზონი პრემიერ ლიგაში 30 აპრილამდე გადაიდო.