კრიშტიანო რონალდუს დედამ ინსულტი გადაიტანა

კრიშტიანო რონალდუს დედამ ინსულტი გადაიტანაკრიშტიანო რონალდუს დედა დოლორეში ლისაბონში ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რონალდუს დედას ინსულტი დაემართა და რომ არა ექიმების დროული ჩართულობა, შესაძლოა ის პარალიზებულიც გამხდარიყო. ამჟამად დოლორეშის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ მას მკურნალობის გაგრძელება დასჭირდება.

კრიშტიანო რონალდუს ჯერჯერობით ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია და სავაერაუდოდ ამ დღეებში ის ლისაბონში ჩაფრინდება. რონალდუს დედა 65 წლის არის, ხოლო მისი მამა კი 2008 წელს გარდაიცვალა.