კრიშტიანუ რონალდო კარანტინში გადავიდა

კრიშტიანუ რონალდო კარანტინში გადავიდამას შემდეგ, რაც პორტუგალიელ ფეხმბურთელს, დანიელე რუგანს კორონავირუსი აღმოაჩნდა, კრიშტიანუ რონალდო კარანტინში გადავიდა.

მედიის ინფორმაციით, რონალდო მადეირაში ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც დედის მოსანახულებად ჩავიდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ინსულტი გადაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 8 მარტს მატჩის წინ რონალდო და რუგანი ერთად იმყოფებოდნენ და თამაშის შემდეგ საერთო ფოტოც გადაიღეს. ჯერჯერობით დაუდგენელია, დაუდასტურდა თუ არა კორონავირუსი რონალდოს.