მანჩესტერ იუნაიტედს გრიზმანის ყიდვა ისევ სურს

მანჩესტერ იუნაიტედს გრიზმანის ყიდვა ისევ სურსმანჩესტერ იუნაიტედს ანტუან გრიზმანის ყიდვა ისევ სურს და მზად არის ზაფხულში მასში 100 მილიონი გადაიხადოს, თუმცა ეს თანხა ბარსელონას სავარაუდოდ არ დააკმაყოფილებს, რადგან მათ გრიზმანი უფრო ძვირად შეიძინეს.

იუნაიტედს გრიზმანის ყიდვა რამდენიმე წლის წინაც სურდა, მაგრამ მაშინ ატლეტიკომ თავისი ლიდერი არ დათმო, ხოლო შემდეგ კი ანტუანმა ბარსელონა აირჩია. წლევანდელ სეზონში გრიზმანს არასტაბილური თამაშის გამო საკმაოდ ხშირად აკრიტიკებენ.