მესტიაში მოზარდს იარაღი გაუვარდა – მოზარდი გარდაიცვალა

მესტიაში მოზარდს იარაღი გაუვარდა - მოზარდი გარდაიცვალაუბედური შემთხვევა მოხდა მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც არასრულწლოვანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს იარაღი გაუვარდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების დახმარების მიუხედავად, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც მესტიის საავადმყოფოში „ინტერპრესნიუსს“ განაცხადეს, მოზარდს ნაფლეთოვანი ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნებოდა და ის შემოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

„ვერ გეტყვით, რით იყო მიყენებული ჭრილობა. ამას ექსპერტიზა დაადგენს. დაახლოებით სამი საათის წინ თვითდინებით შემოიყვანეს, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო. სახლში მიასვენებენ, ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა“, – ამბობენ საავადმყოფოში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.