ლივერპულის ეგვიპტელი ფორვარდი მოჰამედ სალაჰი კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთო და თავის ქვეყანას 1 მილიონი ევროთი დაეხმარა. ამის შესახებ ინფორმაცია ეგვიპტის სპორტის მინისტრმა დაადასტურა. მან საჯარო მადლობა გადაუხადა სალაჰს და თქვა რომ ის ნამდვილი პატრიოტია.
ეგვიპტეში ამჟამად 210 დაინფიცირებულია კორონავირუსით და მათგან მხოლოდ 6 გარდაიცვალა, თუმცა ქვეყანაში მაინც ისეთივე აკრძალვებია, როგორც სხვაგან. თვითონ სალაჰი ამჟამად ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ისევე როგორც მისი თანაგუნდელები.