ნანუკა ჟორჟოლიანი – “22 წლის მარიამ ოთანაძისთვის 1 ეთერში მოგროვდა 110 ათას ლარზე მეტი, ასევე, მას აჩუქეს ბინა თბილისში!”

ნანუკა ჟორჟოლიანი - "22 წლის მარიამ ოთანაძისთვის 1 ეთერში მოგროვდა 110 ათას ლარზე მეტი, ასევე, მას აჩუქეს ბინა თბილისში!"მარიამ ოთანაძეს, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს, ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის პირდაპირ ეთერში 110.000-ზე მეტი ლარი შეუგროვეს.

ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა:

“ხალხნო, არ მჯერა! 22 წლის მარიამისთვის ერთ ეთერში მოგროვდა 110 ათას ლარზე მეტი. ასევე , მას აჩუქეს ბინა თბილისში. წარმოუდგენელი ეთერი იყო. ჩარიცხვები ამ დრომდე არ წყდება. ხვალ ალბათ ბევრად მეტ ციფრს დავწერ.

ძალიან მაგარი ხალხი ცხოვრობს ამ ქვეყანაში! იმაზე მაგარი ვიდრე მეგონა! გოგო გადაარჩინეთ დღეს თქვენ!”