მაია ცირამუამ ფეისბუქში დაწერა:
“რა მედლის ორ მხარეზე საუბრობს ნანუკა ჟორჟოლიანი? როგორ შეიძლება ფემიციდს ან ფემიციდის მცდელობას მეორე მხარე მოუძებნო?! მსოფლიო შეთანხმებულია იმაზე, რომ ესაა სპეციფიკური თემა, რომელიც განსაკუთრებული სიფრთხილით გაშუქებას საჭიროებს, რადგან ყოველი არასენსიტიური და არაეთიკური გაშუქება ზრდის დანაშაულის გამეორების რისკს. ამას გარდა, კარგად გამოჩნდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი საერთოდ არ ცნობს ადამიანის პირადი ინფორმაციის ხელშეუხლებლობის პრინციპს და საჯაროდ აჭორავებს დაინტერესებულ მხარეს იმ ქალის პირად ისტორიაზე, რომელიც ახლაც სიკვდილს ებრძვის. ეს არეთიკური კი არა, არადამიანურიცაა!
ამას გარდა, როცა ის ბაია პატარაიას ეკამათებოდა, ცუდად მენიშნა ფრაზა, რომელსაც განუწყვეტლივ იმეორებენ ხოლმე ის ადამიანები, რომლებიც არასენსიტიურები არიან და დისკრიმინაციულ სტერეოტიპებს მიჰყვებიან – ქალბატონო ბაია, რატომ კაცების პირად ისტორიებზე არ ღელავთ ასე?! დაახლოებით იგივეა მოძალადე მასწავლებლები რომ ამბობენ – ვაიი, ჩვენს უფლებებს ვინ დაიცავს?! ქსენოფობები რომ ამბობენ – მაშ, უმრავლესობის უფლებებს ვინ დაიცავს?! ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე რომ ამბობს – ბიძინას უფლებებს ვინ დაიცავს?! ამას კი ნამდვილად არ ველოდი!
საინტერესო წამოცდენაც ჰქონდა ქალბატონ ნანუკას – ადამიანს, რომელიც მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული, უწოდა “დაზარალებული” (“დაზარალებულის დედა მხარე არ არის?!” – გულისხმობდა მოწვეულ სტუმარს) – ესაა ყველაზე დრამატული ნაწილი ამ ამბის – სამწუხაროდ ამ ქვეყანაში მსხვერპლია დამნაშავე და ამ სტერეოტიპის განმტკიცებას აქტიურად უწყობს ხელს მედია.”

