ფელიპე კოუტინიოს ინგლისში დაბრუნება სურს

ფელიპე კოუტინიოს ინგლისში დაბრუნება სურსბარსელონას ბრაზილიელ ნახევარმცველს ფელიპე კოუტინიოს ბარსელონაში დაბრუნება არ სურს და ის სხვა გუნდში გადასვლას განიხილავს.  ამჟამად კოუტინიო არენდის წესით ბაიერნში თამაშობს, მაგრამ მიუნხენურ გუნდს მისი გამოსყიდვა არ უნდა, ამიტომ ზაფხულში ბრაზილიელი სავარაუდოდ გუნდს შეიცვლის.

მისი შეძენით ლონდონის ტოტენჰემია დაინტერესებული და თვითონ ფეხბურთელიც ინგლისში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის. ტოტენჰემის გარდა, კოუტინიოს ყიდვა ჩელსისაც სურს, თუმცა კოუტინიო ამ ვარიანტს არ განიხილავს.