ფოთში ჰონდა სატვირთოს დაეჯახა – 1 მამაკაცი დაიღუპა

ფოთში ჰონდა სატვირთოს დაეჯახა - 1 მამაკაცი დაიღუპაფოთში, კოკაიას ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო და ჰონდას მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

,,ადგილზე დროულად მივედით, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დაგვხვდა”, – განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმმა ლალი დამენიამ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

იპნ