პრემიერ ლიგა 30 აპრილამდე სტარტს არ აიღებს

პრემიერ ლიგა 30 აპრილამდე სტარტს არ აიღებსინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ინგლისის პრემიერ ლიგა სტარტს 30 აპრილამდე არ აიღებს. ეს გადაწყვეტილება მაყურებლის უსაფრთხოების გამო იქნა მიღებული, რადგან კორონავირუსი ჯერ კიდევ აქტიურად ვრცელდება.

ამჟამად ბრიტანეთში დაინფიცირებულთა რიცხვი 2687 აღწევს, ხოლო გარდაცვლილია 72 ადამიანი. ინგლისში სეზონის დასრულებას სავარაუდოდ ივლისის შუა რიცხვებში აპირებენ.