ქუთაისში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც საკუთარი და ოთახში დამწყვდეული ჰყავდა – ვიდეო

ქუთაისში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც საკუთარი და ოთახში დამწყვდეული ჰყავდა - ვიდეოქუ­თა­ის­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ბი­ნა­ში ორი დღის მან­ძილ­ზე დას­თან ერ­თად იყო ჩა­კე­ტი­ლი და მას ბი­ნის და­ტო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და.

მომ­ხდა­რის გამო ოჯა­ხის წევ­რებ­მა სამ­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხეს.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სპეც­რაზ­მი. მე­ო­თხე სარ­თულ­ზე ჩა­კე­ტი­ლი და-ძმა რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

პოლიციამ ქუთაისში ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უწყების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის სამმართველოს თანამშრომლებმა, იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოსა და იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ზ.ჭ. ქუთაისში დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულს ოჯახის წევრისთვის – დისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება ბრალად. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, საკუთარ ბინაში, 4 დღის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ამავე ბინაში მცხოვრებ დას – 1980 წელს დაბადებულ შ.ჭ.-ს და სახლიდან გასვლის ნებას არ აძლევდა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ადგილზე, მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

გამოძიება ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.