ქუთაისში ჰოლანდიელ ტურისტს ეძებენ

ქუთაისში ჰოლანდიელ ტურისტს ეძებენუკვე მეორე დღეა, ქუთაისში დაკარგულ ტურისტს ეძებენ. ნიდერლანდებიდან ჩამოსული ახალგაზრდა მამაკაცი, 7 მარტს გაუჩინარდა.

თავდაპირველად მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაკარგულის ძმამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი ინფორმაციით, სიიმ ვიგერი ბოლოს კაფეში მეგობართან ერთად იმყოფებოდა და მას შემდეგ სასტუმროში აღარ მისულა.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს დაკარგული ბიჭის მეგობარი ამბობს, რომ მათ პოლიციას უკვე მიმართეს. გამოძიება და ძებნა ოფიციალურად დაწყებულია.

რუსთავი 2