რაკიტიჩს სევილიაში სურს დაბრუნება

რაკიტიჩს სევილიაში სურს დაბრუნებაბარსელონას ხორვატ ნახევარმცველს ივან რაკიტიჩს სევილიაში სურს დაბრუნება და ზაფხულში სავარაუდოდ ასეც მოხდება. წლევანდელ სეზონში რაკიტიჩი ყოველთვის ვერ ხვდება გუნდის ძირითად შემადგენლობაში, რის გამოც ის უკმაყოფილოა. აღსანიშნავია რომ ბარსელონაში ის სწორედ სევილიიდან გადავიდა, სადაც სამი სეზონი გაატარა.

რაკიტიჩის ცოლიც სევილიიდან არის და ამ ქალაქში დაბრუნება შესაძლოა ამ მიზეზითაც იყოს გამოწვეული. ამჟამად რაკიტიჩი, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელები იძულებით შვებულებაში იმყოფება კორონავირუსის გამო.