რუდი გობერი: ”თავს კარგად ვგრძნობ”

რუდი გობერი: ”თავს კარგად ვგრძნობ”იუტა ჯაზის ცენტრმა რუდი გობერმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე დაწერა რომ თავს კარგად გრძნობს და კორონავირუსმა მასზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინა. გობერს ვირუსი 12 მარტს დაუდგინდა და ამის შემდეგ ნბა დროებით შეწყდა და ჯერჯერობით უცნობია როდის განახლდება:

”კიდევ ერთხელ ყველას მადლობას ვუხდი თანადგომისთვის და მინდა ვთქვა რომ თავს კარგად ვგრძნობ. იმედი მაქვს ვირუსს მალე დავამარცხებ და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდები. ასევე მინდა რომ ნბა განახლდეს, მაგრამ არ ვიცი ეს როდის მოხდება”.