რუსთავში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით 30 წლამდე ორმა მამაკაცმა მშვიდობის ქუჩაზე (ე.წ. ახალ ხიდთან) არსებული ბენზინგასამართი დააყაჩაღა. დამნაშავეები ობიექტზე შეიჭრნენ, 60 წლის მამაკაცს დანის მუქარით 1.800 ლარი გასტაცეს და ადგილიდან მიიმალნენ.
მოგვიანებით მამაკაცები რუსთავის პოლიციამ მალევე, მეგობრობის გამზირზე დააკავა.
ამოღებულია გატაცებული 1.800 ლარი.
ინფორუსთავი