რუსთავში გაზის გაჟონვას 73 წლის ქალი შეეწირა, მისი 80 წლის ქმარი კლინიკაშია – ვიდეო

რუსთავში გაზის გაჟონვას 73 წლის ქალი შეეწირა, მისი 80 წლის ქმარი კლინიკაშია - ვიდეორუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვას მსხვერპლი მოჰყვა.

უბედური შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით საცხოვრებელი სახლის ბინაში 73 წლის ქალი და მისი 80 წლის მეუღლე მეზობლებმა უგონო მდგომარეობაში ნახეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, პაციენტები “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს.

მათ ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მამაკაცი კი მკურნალობის კურსს გადის.
ინფორუსთავი