სამუელ უმტიტი შესაძლოა ბაიერნის ფეხბურთელი გახდეს

სამუელ უმტიტი შესაძლოა ბაიერნის ფეხბურთელი გახდესბარსელონას ცენტრალური მცველის სამუელ უმტიტის შეძენით მიუნხენის ბაიერნია დაინტერესებული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბაიერნი მზად არის უმტიტის ტრანსფერში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ ბარსელონა ჯერჯერობით უმტიტის გაყიდვას არ აპირებს.

უმტიტის ტრავმების გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ის ხშირად თამაშობს ბარსელონას ძირითად შემადგენლობაში, ამიტომ კატალონიელები მას იოლად არ შეელევიან. თვითონ უმტიტიმაც განაცხადა რომ მას ბარსელონას დატოვება არ სურს.