სამუელ უმტიტი შესაძლოა ჩელსიში გადავიდეს

სამუელ უმტიტი შესაძლოა ჩელსიში გადავიდესბარსელონას ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი ზაფხულში სავარაუდოდ გუნდს დატოვებს, რადგან მისი თამაშით ბარსელონაში კმაყოფილები არ არიან. უმტიტის რამდენიმე ვარიანტი აქვს და მისი შეძენით ინგლისური გუნდები არიან დაინტერესებულნი, აქედან ყველაზე დიდ ინტერესს ლონდონის ჩელსი იჩენს.

ლონდონელები მზად არიან უმტიტის ტრანსფერში 50 მილიონი ევრო გადაიხადონ და ეს თანხა ბარსელონას აკმაყოფილებს. ამჟამად უმტიტი, ისევე როგორც ბარსელონას სხვა ფეხბურთელები კარანტინში იმყოფება.