საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 1 აპრილამდე შეჩერებულია

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 1 აპრილამდე შეჩერებულიასაქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში 1 აპრილამდე შეჩერებულია. ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია რომ უსაფრთხოების დაცვის მიზნით საქართველოს ჩემპიონატი აპრილამდე გაჩერებული იქნება.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა ბედი ეწევა საქართველო-ბელორუსიის შეხვედრას, რომელიც 26 მარტს უნდა გაიმართოს. დიდი ალბათობით ის მაყურებლის გარეშე ჩატარდება, რადგან კორონავირუსის გავრცელების რისკი საკმაოდ მაღალია. უეფა ოფიციალურ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.