სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვათბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა.

როგორც ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მან აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

გამოძიება მას სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.