თბილისში მანქანა ტრანსგენდერ ქალს დაეჯახა

თბილისში მანქანა ტრანსგენდერ ქალს დაეჯახაუბედური შემთხვევა მოხდა თბილისში – ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანა ტრანსგენდერ ქალს დაეჯახა. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის, თავის ტვინზე. აქვს მრავლობითი მოტეხილობები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ტრანსგენდერი ქალები ყვებიან, რომ მსხვერპლი თავდამსხმელებს გამოექცა და ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ მაშინ მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მანქანა, რომელიც ტრანსგენდერ ქალს დაეჯახა, ნელა მოძრაობდა.

შსს საქმეს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევის მუხლით იძიებს.

ნიუპოსტი