თბილისში მანქანა ტროტუარზე ავარდა და 40 წლის მამაკაცი მოკლა

თბილისში მანქანა ტროტუარზე ავარდა და 40 წლის მამაკაცი მოკლათბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ქვეითს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რუსთავი 2