თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 3 პირი 3-3 ათასი ლარით დაჯარიმდა

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 3 პირი 3-3 ათასი ლარით დაჯარიმდათვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, პოლიციამ 3 პირი 3 ათასი ლარით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულების წესით გადაიყვანა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტები იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და გურიის რეგიონებში გამოვლინდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და გურიის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3.000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას,“ – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.