ტიბო კურტუამ ტრავმა მიიღო

ტიბო კურტუამ ტრავმა მიიღომადრიდის რეალის მეკარემ ტიბო კურტუამ ბეტისთან შეხვედრის დროს ტრავმა მიიღო, თუმცა შეძლო შეხვედრის ბოლომდე დასრულება. უცნობია თუ რომელ ეპიზოდში მიიღო კურტუამ ტრავმა, თუმცა შესაძლოა მან ამ მიზეზის გამო 2 კვირა არ ითამაშოს, რაც იმას ნიშნავს რომ ის მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ შეხვედრას გამოტოვებს.

ბეტისთან ტიბომ ორი გოლი გაუშვა, თუმცა მისი ბრალი არცერთი არ იყო, მაგრამ რეალმა მნიშვნელოვანი შეხვედრა წააგო და ლიდერობა დაკარგა. თვითონ ბელგიელმა მეკარემ განაცხადა რომ ის შეეცდება ტრავმა მალე მოიშუშოს.