ტოკიოს ოლიმპიადა 1 წლით გადაიდო

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი დათანხმდა იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძიო აბეს შეთავაზებას და 2020 წელს გასამართი ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წელს ჩატარდება.

დღეს, 24 მარტს, აბემ, ბახმა და ორგანული კომიტეტის თავმჯდომარე იოსირო მორიმ სატელეფონო კონფერენცია მოაწყვეს. საქმე ოლიმპიადის მომდევნო წლისთვის გადადებას ეხებოდა.

“მე შევთავაზე ბატონ ბახს ოლიმპიური თამაშების 1 წლით გადატანა. ის 100%-ით თანახმაა”, – განაცხადა აბემ.

დღესვე გაიმართება ცენტრალური კომიტეტის სხდომა, რომელიც უკვე რეგლამენტის წესით დაამტკიცებს მიღებულ გადაწყვეტილებას. ოლიმპიადა კი ტოკიოში 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამართულიყო.