ვან დეიკი: ”ლივერპული ისევ მოგებებს დაიწყებს”

ვან დეიკი: ”ლივერპული ისევ მოგებებს დაიწყებს”ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა რომ მისი გუნდი ისევ დაიწყებს მოგებებს და რამდენიმე მატჩის წაგება არაფერს ნიშნავს. ვან დეიკის აზრით მცირე ჩავარდნა ყველა გუნდს შეიძლება მოუვიდეს და ეს ნორმალურია:

”არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, რადგან არ შეგვეძლო ყველა თამაში მოგვეგო. ეს უბრალოდ არარეალურია და რაც მოხდა მოსალოდნელი იყო. შევეცდებით შემდეგ მატჩებში ყველას ვანახოთ რომ კონცენტრაცია არ დაგვიკარგავს და ისევ კარგ ფორმაში ვართ”. ლივერპულმა ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო.