ზიდანი: ”ბარსელონასთან მოგება შესანიშნავი განცდაა”

ზიდანი: ”ბარსელონასთან მოგება შესანიშნავი განცდაა”მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ბარსელონასთან მოგების შემდეგ განაცხადა რომ მისმა გუნდმა ეს გამარჯვება დაიმსახურა, რადგან მეორე ტაიმი მათ მაღალ დონეზე ჩაატარეს. ზიდანმა ასევე აღნიშნა რომ რეალს შეუძლია სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში:

”პირველ ტაიმში ბარსელონამ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა და ჩვენ გვიჭირდა ჩვენი თამაშის პოვნა, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევარში ზუსტად ის რეალი ვიხილე, რომლის ხილვაც მსურდა. თუ სტაბილურად გავაგრძელებთ თამაშს, აუცილებლად მოვიგებთ ტიტულებს”.