ზიდანი: “ფეხბურთი აუცილებლად დაბრუნდება”

ზიდანი: "ფეხბურთი აუცილებლად დაბრუნდება”მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კორონავირუსზე ისაუბრა და თქვა რომ იძულებითი შესვენება ცუდია, მაგრამ ამ შემთხვევაში ფეხბურთელებს სხვა გზხა არა აქვთ. ზიდანი დარწმუნებულია რომ ფეხბურთი მალე დაბრუნდება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება:

”ჩვენ ყველანი მოლოდინის რეჟიმში ვართ და სხვა არაფერი დაგვრჩენია. ფეხბურთელები ცოტა ხანში ინდივიდუალურად ვარჯიშს დაიწყებენ, მანამდე კი ისინი წესებს ემორჩილებიან. ფეხბურთი ყველას გვენატრება და ერთი სული გვაქვს ეს ყველაფერი როდის დასრულდება”.