აღდგომის აღნიშვნისთვის შსს-მ ვარკეთილში 6 პირი დააკავა

აღდგომის აღნიშვნისთვის შსს-მ ვარკეთილში 6 პირი დააკავაშსს-მ ვარკეთილში ექვსი პირი დააკავა. როგორც შსს-ში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მოქალაქეების დაკავება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის დარღვევისთვის მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეთა ჯგუფი ვარკეთილში აღდგომას აღნიშნავდა, როდესაც მათთან პოლიცია მივიდა და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. აღნიშნულს მოქალაქეები არ დაემორჩილნენ და მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა, ისინი პოლიციას დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ პოლიციამ მოქალაქეები დააკავა. ადგილზე სამართალდამცველთა რამდენიმე ეკიპაჟის მობილიზება გახდა საჭირო.

შსს-ს ინფორმაციით, 2 პირი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, ხოლო 4 ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით.

იპნ