ახალ ზელანდიაში კოვიდ 19 დაამარცხეს – ხვალიდან ქვეყანა ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება

ახალ ზელანდიაში კოვიდ 19 დაამარცხეს - ხვალიდან ქვეყანა ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებაახალ ზელანდიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსი დაამარცხეს. ქვეყნის პრემირ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის ინფორმაციით, „ამ დროისთვის ბრძოლა მოგებულია“.

ცნობისთვის, ბოლო დღეების მანძილზე ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ერთეული რაოდენობა გამოვლინდა. გუშინ, ვირუსით მხოლოდ ერთი ადამიანი დაინფიცირდა. ამასთან, ქვეყანა სამშაბათიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საკმაოდ დიდ ნაწილს მოხსნის. ქვეყანაში აღდგება სწავლაც.

ახალ ზელანდიაში მთლიანობაში კორონავირუსის 1.469 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს ქვეყანაში 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იპნ