ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

 

ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპაბრაზილიური გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი ტიაგო კორტესი ტრაგიკულად დაიღუპა. ტრავმის შემდეგ ის ფიზიოთერაპიას გადიოდა, როდესაც ცუდად გახდა და მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. კორტესი მხოლოდ 22 წლის იყო. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი, თუმცა სავარაუდოდ ეს გულის შეტევა იყო.

კორტესი ნახევარმცველი იყო და გუარანის ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა. ბრაზილიის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო დროებით შეჩერებულია და ახალგაზრდა ფეხბურთელს სათანადო პატივს ჩემპიონატის განახლების შემდეგ მიაგებენ.