აფხაზეთის პრემიერ-მინისტრად ალექსანდრე ანქვაბი დაინიშნა

აფხაზეთის პრემიერ-მინისტრად ალექსანდრე ანქვაბი დაინიშნაოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ალექსანდრე ანქვაბი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საგენტო „სპუტნიკ-აფხაზია“ იუწყება.

ანქვაბი ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობას 2011-14 წლებშიც იკავებდა, რომელიც მან 2014 წლის პოლიტიკური კრიზისის შედეგად დატოვა. 2017 წლიდან ის ე.წ. პარლამენტის წევრია. 2020 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ალექსანდრე ანქვაბი „საპრეზიდენტო კანდიდატის“ ასლან ბჟანიას საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

ასლან ბჟანიას დღევანდელი გადაწყვეტილებით, მის ე.წ. ადმინისტრაციას ალხას კვიცინია უხელმძღვანელებს. 2019 წლის „არჩევნებზე“ ალხაზ კვიცინია კენჭს იყრიდა „პრეზიდენტის“ თანამდებობაზე, რომელმაც, კენჭისყრის შედეგად, მეორე ადგილი დაიკავა.

თუმცა, როგორც ცნობილია, „სასამართლოს“ გადაწყვეტილებით, 2019 წლის „არჩევნების“ შედეგები გაუქმდა და ხელახალი „არჩევნები“ ჩატარდა.