ავარია თბილისში – 3 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა

ავარია თბილისში - 3 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდათბილისში, სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი.

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

პირველი არხი