ბიძინა ივანიშვილის ქონება მცირდება – რა წერია ბლუმბერგის მილიარდერთა რეიტინგში?!

კორონავირუსის გამო, სხვა მილიარდერების მსგავსად, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონებაც მცირდება.

ბოლო მონაცემების მიხედვით, ქართველი ოლიგარქის ქონება 5.05 მილიარდ დოლარს შეადგენს. ივანიშვილი „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში 321-ე პოზიციაზეა.

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ივანიშვილმა პირველი დანაკარგი მარტის დასაწყისსში განიცადა და მისი ქონება 180 მილიონით შემცირდა. მაშინ “ბლუმბერგის“ მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 5.37 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ერთ თვეშიი კი მისი ქონება 5,05 მილიარდამდე შემცირდა.

ბიძინა ივანიშვილის ქონება 1 თვის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კერძოდ, 19-24 მარტის პერიოდში 4.92-4.97 მილიარდ დოლარის ფარგლებშიც კი მერყეობდა.

ცნობისთვის, 2013 წლის შემდეგ ივანიშვილის ქონება ასე მცირე ნიშნულზე მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში იყო, როცა 4.97 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი – 2013 წელს იყო, როცა 6.40 მილიარდ  აშშ დოლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, 5.05 მილიარდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 3.13 მილიონი უნცია ოქრო და 148 მილიონი ბარელი ნავთობი.

მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0246%-ს. შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 80%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შემოწირულობის 1.28%-ს.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი არ არის, ვისი ქონებაც კორონავირუსის გამო შემცირდა.

“გაღარიბებულ” მილიარდელებს შორის არის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. ბოლო მონაცემებით, ტრამპის აქტივების წმინდა ღირებულება ერთ თვეში 1 მილიარდი დოლარით შემცირდა.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ამერიკის პრეზიდენტის ქონება შეადგენდა 3.1 მილიარდ დოლარს, ახლა კი მხოლოდ 2.1 მილიარდს შეადგენს.