ჩხოროწყუში მამაკაცმა მეზობელი და საკუთარი და დაჭრა – ვ.ა. დააკავეს – ვიდეო

ჩხოროწყუში მამაკაცმა მეზობელი და საკუთარი და დაჭრა - ვ.ა. დააკავეს - ვიდეოჩხოროწყუში მამაკაცმა მეზობელი დაჭრა, შემდეგ კი დაზიანება საკუთარ დას მიაყენა. აღდგომის საღამოს, სავარაუდოდ, ურთიერდაპირისპირების შედეგად ძმამ ცივი იარაღით ჯერ მეზობელი დაჭრა, შემდეგ კი დას მიაყენა დაზიანება. დაჭრილი მამაკაცი ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი და მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ვ.ა., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ჩხოროწყუში დააკავეს.
დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ორი ადამიანი დაჭრა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ინციდენტის  დროს დაჭრილი მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მამაკაცს ჭრილობა კისრის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

კლინიკის სამედიცინო  დირექტორის დავით ჯანაშიას ინფორმაციით, პაციენტს ჭრილობა კისრის არეში აქვს, ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

“19 აპრილს შემოიყვანეს 29 წლის მამაკაცი, კისრის არეში ჭრილობით, დაზიანებული აქვს პლევრა და შუასაყარი, მაგისტრალური სისხლძარღვები. ჩაუტარდა ოპერაცია, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია,” – განაცხადა დავით ჯანაშიამ.